სამეურვეო საბჭომ კრიტერიუმების დოკუმენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს ოფიციალურად გააცნო.
საბჭოს ერთ-ერთი წევრის სულხან სალაძის განცხადებით, განსაკუთრებული წინააღმდეგობა მენეჯმენტის მხრიდან არ ყოფილა. მისი თქმით, დისკუსიაზე საუბარი, ძირითადად, რეიტინგებს შეეხო.
კრიტერიუმების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს მენეჯმენტი, ხვალ, საბჭოს სხდომაზე, სხვა საკითხების პარალელურად დააფიქსირებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა გენერალური დირექტორის მიერ მომზადებული გეგმის შესწავლა გასულ კვირას დაიწყეს. გეგმას საზოგადოების სხვადასხვა წრეში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სამეურვეო საბჭოს წევრები, მაუწყებლის თანამშრომლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო შეხვედრების გამართვას გეგმავენ.