ანტარქტიდას შესწავლას თურქი მეცნიერ მკვლევარები იწყებენ. თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ანტარქტიდაზე სამეცნიერო ბაზას გახსნის. შესაბამისად სამეცნიერო ბაზის აშენების შემდეგ მასზე თურქული დროშა იქნება აღმართული.
ცნობილია ისიც, რომ თურქეთი, ანტარქტიდის საკითხებში “სათათბირო სახელმწიფოს“ სტატუსსაც მიიღებს.
დღეისათის ანტარქტიდაზე კვლევითი ბაზა მხოლოდ 29 სახელმწიფოს გააჩნია და თურქეთი მე-30 სახელმწიფო გახდება.
აღსანიშნავია, რომ კონტინენტზე ოკეანოგრაფიის, კლიმატის ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედების, თევზის რეწვის, ასტრონომიის და სხვა მრავალ სფეროში ინტენსიური სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს.