პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებისთვის ორი სახელმწიფოს შექმნა აუცილებელი არ არის. ამის შესახებ აშშ პრეიზდენტმა ისრაელის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში ემხრობოდა ორი სახელმწიფოს შექმნის იდეას, მაგრამ საბოლოოდ იმ ვარიანტს მოიწონებს, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდება.
ამავე დროს, ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ურჩია, პალესტინურ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობისგან თავი შეიკავოს და პალესტინურ მხარესთან მოლაპარაკებებში უფრო მეტად მოქნილი იყოს.
აშშ პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ისრაელს უსამართლოდ ექცევიან.