ინდოეთმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ერთი რაკეტით ინდოელებმა ორბიტაზე 104 თანამგზავრი გაიყვანეს. მანამდე რეკორდსმენ ქვეყნად რუსეთი ითვლებოდა. 2014 წელს რუსებმა კოსმოსში ერთი რაკეტით 37 თანამგზავრი გაუშვეს. ინდოეთის მიერ გაშვებული თანამგზავრებიდან 96 ამერიკული წარმოებიასაა.