გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთი რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთის რაიონში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, განთავსებული იყო 1,6 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი, წიწვოვანი სახეობის 3.8 მ3 დახერხილი ფიცარი, წიფლის სახეობის საშეშე მერქანი 2 მ3 და ნაძვის სახეობის ხე-ტყიდან მიღებული, 1,5 მ3 ფიცარი.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია.
შედგა შესაბამისი ოქმები.