ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმს დღეს სასწავლო პროცესი შეუწყდა. სკოლის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს გახდა ცნობილი. ამ წუთებში შაჰინის სახელობის სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აჭარის მთავრობის შენობის წინ არიან შეკრებლი.
ისინი ადგილობრივ მთავრობას თხოვენ, რომ რამდენიმე თვით ადრე სასწავლო წლის დასრულებამდე არ მოხდეს სკოლის დახურვა და გაგრძელდეს საწავლო პროცესი.