ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, გულის კლინიკის შენობის დემონტაჟს მოსახლეობა აპროტესტებს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა იგი მე-19, მე-20 საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული. ამ ადგილას კომპანია " დარ ბილდინგი" 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს.
მოსახლეობის განმარტებით, სახლები ავარიულია და ნგრევის დროს მძიმე ტექნიკის გამოყენება კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მათ საცხოვრებელს.
რაც შეეხება ბათუმის მერიას, არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, დემონტაჟის ნებართვა არ იყო გაცემული და ამისათვის კომპანია დაჯარიმდება.