ოკუპირებულ აფხაზეთში „წითელ წიგნზე“ მუშაობენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „აფხაზეთის წითელი წიგნის“ შესახებ. როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, ე.წ. კანონის მიზანია დაიცვას აფხაზეთის ბუნება.
„აფხაზეთის ბუნება საჭიროებს დაცვას, ამიტომაც ამ კანონის მიღება დროული და საჭიროა“, - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა ახრა ბჟანიამ.
მისი კოლეგის ბესლან გუბაზის განმარტებით კი, ე.წ. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით საფუძველი ჩაეყრება მომავალში ბუნების დაცვაზე ორიენტირებული სხვა "კანონების" მიღებასაც. მაგალითისთვის მან „ნადირობის შესახებ კანონი“ დაასახელა.