სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობა ვიზალიბერალიზაციით ვერ ისარგებლებს. ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შემდეგ დეფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებით ის ეთნიკური ოსები ისარგებლებენ, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს კი უცხოეთის ქვეყნებში მოგზაურობის საშუალებას რუსული პასპორტები აძლევს.