დიდთოვლობის გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკაოვოში მცხოვრებ ნაზიბროლა ოთხოზორიას საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
გამგეობაში აცხადებენ, რომ ოჯახს აბაშის გამგეობა დაეხმარება. არსებულ ვითარებას, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი პირადად გაეცნო. მასთან ერთად შემთხევევის ადგილზე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ.
„ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, ჩვენ ქალბატონ ნაზიბროლას სამშენებო მასალებით დავეხმარებით, რათა მას ქონდეს თბილი და უსაფრთხო სახლი. თოვლის საფარი დიდი არ ყოფილი, თუმცა როგორც გვითხრეს სახლი ავარიული იყო და სიმძიმეს ვერ გაუძლო“ - განაცხადა აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა.