აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში დიდთოვლობის შედეგების და გზებზე არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით ე.წ. "ჭაობის" დასახლებას ესტუმრა. ზურაბ პატარაძემ პირადად დაათვალიერა გარეუბნებში გზების მდგომარეობა და მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, დიდთოვლობის მიუხედავად საავტომობილო გადაადგილება არ შეჩერებულა, ყველა მთავარი გზა გაწმენდილია. "ყველა მთავარი ქუჩა და მაგისტრალი გაწმენდილია. სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. პირადად გავეცანი მდგომარეობას ქალაქის არა მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, არამედ გარეუბნებშიც. ტექნიკა ვერ შევიდა მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც მერიის პროგრამით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე პროცესშია. ბათუმის მერიის და მთავრობის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია და სამუშაოები გრძელდება. მაქსიმალურად ვცდილობთ დიდთოვლობის გამო შემქნილი შეფერხებები დროულად აღმოიფხვრას" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.