ბათუმში, თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით, ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები დაიწო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შპს ,,სანდასუფთავების“ და შპს ,,ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები. იწმინდება სანიაღვრე ჭების ცხაურები და ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. გამწვანების სამსახურმა უკვე დაიწყო ხეების თოვლის საფარისგან გათავისუფლების ღონისძიებები. გაწმენდითი სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად გაგრძელდება.