ბათუმში, აირპნევმატიური ნაგებობების ზედაპირის თოვლის საფარისგან გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, უზრუნველყოფილია წნევის საჭირო დონე, ჩართულია და გამართულად მუშაობს გათბობის სისტემა. გატარებულია ინსტრუქციით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები, რაც, თოვლის დიდი მასის მოსვლის შემთხვევაში, ნეგებობის უსაფრთხოდ დაშვებას უზრუნველყოფს.