რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორმა მაიკლ მაჰონმა საქართველოზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ს ადმინისტრაციის მიზანი არის ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსეთის ოკუპაციის მშვიდობიანი გზით დასრულებას.
მისივე განცხადებით, აშშ-ს მიზანი არის აგრეთვე საქართველოში სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური ზრდის გამყარება. ამასთან მაჰონმა აღიარა, რომ ვაშინგტონს რეალური პროგრესისათვის არ მიუღწევია, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე რუსეთთან მსჯელობას კვლავ განაგრძობს.
მისივე თქმით, ობამას ადმინისტრაცია ნებისმიერ წინადადებას მიიღებს რომელიც დაეხმარება საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარების განხორციელებაში.