აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ ,,ნონას’’ ეწვია, იქ შეკრებილ ვეტერანებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. კლუბის წევრებმა ზურაბ პატარაძეს განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის რეგიონის ხელმძღვანელის მხრიდან ყურადღების და სითბოს გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია.