სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტი.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყბა 4 კილომეტრამდე დახურული საირიგაციო ქსელი. სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 480 000 ლარს შეადგენს, თებერვალში დასრულდება. შედეგად მუნიცპალიტეტის 2 სოფლის - ოჟიოს და ხორხელის მოსახლეობა ისარგებლებს აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით.