ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორის, კობა ქანთარიას საცხოვრებელი სახლის დაიწვა. SmoNews-ის ინფორმაციით, მთლიანად განადგურდა სახლის დიდი ნაწილი და ოჯახის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც ეზოში იდგა. ამ დროისთვის სახლში ავადმყოფი ქალბატონი იმყოფებოდა, რომელიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროსითვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.