შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული - ალგეთი - აზიზქენდის საავტომობილო გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 50 ადამიანი დასაქმდა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, იწყება სოფელ თაზაქენდის ტერიტორიაზე და სრულდება სოფელ აზიზქენდში. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, სატრანზიტო გადამზიდავები და გზით მოსარგებლეები განახლებული გზით, შეძლებენ უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას.
რეაბილიტაციის პროექტით განხორციელდა: გზის სავალი ნაწილის, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და ავტოპავილიონის მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდა საგზაო ნიშნების, წყალგამტარი მილების, გაბიონის ქვედა საყრდენი კედლების, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
ჩატარებულ სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 499 999 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო.