საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე გაემგზავრა. 11 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იგეგმება, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გახსნის. სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბაჩო ახალაია IშAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრასაც დაესწრება.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან.
ნატოს შტაბბინაში შეკრებილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ისეთ მნიშნვნელოვან საკითებს განიხილავენ, როგორიცაა ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია (IშAF), ალიანსისათვის საჭირო ფინანსური რესურსები, ნატო-ს რეფორმა და სარაკეტო თავდაცვა.