ირანი დედაქალაქს იცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნის საბჭომ სულიერი ლიდერის რეკომენდაციით უკვე მიიღო.
მიზეზი თეირანის ადგილმდებარეობა გახდა. სეისმოლოგების დასკვნით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ირანში მიწისძვრა მოხდეს, რომელიც თეირანს მთლიანად გაანადგურებს.
დასკვნას ამის შესახებ პროფესორი ბაჰრამ აკაშაჰი აკეთებს. "მიწისძვრის სიმძლავრემ, შესაძლოა, რიხტერის შკალით 8 ბალს მიაღწიოს. ეს კი განადგურების ტოლფასი იქნება. ჩემთვის რომ აქამდე დაეჯერებინათ, თეირანი მეგაპოლისი არ გახდებოდა", - აცხადებს მეცნიერი.
მისი გამოთვლებით, დედაქალაქის ასაშენებლად ყველაზე უსაფრთხო ადგილი ქალაქებს - კუმსა და დილიჟანს შორისაა.