აჭარის მაღალმთიანეთში გუშინ გვიან ღამიდან თოვა შეწყდა, თუმცა თოვლის საფარმა სოფლებში სამ მეტრს მიაღწია, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეექმნა. ამ დროისთვის აღდგენილია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თუმცა მოყინული გზების გამო მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული. ჩაკეტილია სოფლებისკენ მიმავალი გზები. დილიდან გაწმენდითი სამუშაოები ისევ განახლდება. ელექტროენერგია მოსახლეობის უმრავლესობას მიეწოდება. შეფერხებებია მხოლოდ ხულოს სამ სოფელში.