ზესტაფონის რაიონის სოფ კვალითში მკვლელობა მოხდა. 38 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის აივანზე თანასოფლელმა ცეცხლსასროლი ირაღით მოკლა. მეზობლები ყვებიან, რომ თანასოფლელები ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და გარდაცვლილი და ბრალდბული სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საქმე სსკ 108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.