ხანძარი სიღნაღის რაიონში. სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა, სადაც ერთ სივრცეში განთავსებულია საზოგადოებრივი ცენტრი, ლიბერთი ბანკის სერვის-ცენტრი, ბიბლიოთეკა , მუსიკალური ცენტრი და სოციალური საწარმო. განადგურდა სოციალური საწარმოს ინვენტარი და დაზიანდა კედლები. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის დარბაზში გაჩნდა, რის შედმეგად 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გავრცელდა. ცეცხლის ლოკალიზებას კახეთის რეგიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.