სამგზავრო მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სამგზავრო მატარებელს, რომელიც ქუთაისი-ბათუმის რეისს ასრულებდა, სოფელ ხაჯალიასთან ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.