სოხუმში ოპოზიციის აქვია გვიან საღამოს დასრულდა. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ დემონსტრანტებს განუცხადა, დეფაქტო პრეზიდენტსა და ე.წ. პარლამენტის სპიკერთან გამართულმა ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ გარკვეული შედეგი გამოიღო. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციას პოლიტიკური ვითარების დასარეგულირებლად კომპრომისული გეგმა წარუდგინა. კერძოდ, ხაჯიმბამ ოპიზიციის წარმომადგენლებს პირველი ვიცე-პრემიერის, გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ცენტრალური საარჩვენო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობები შესთავაზა. საპორტესტო აქციის მონაწილეები ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ.