ბათუმის საკრებულოში დღეს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებში არ არის გათვალისწინებული ბათუმისთვის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ქალაქის საცობებიდან განტვირთვის და უსახური შენობებისაგან გათავისუფლების საკითხები. რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში 11.00 საათზე დაიწყება.