"ჩვენ ყველას ძალიან გვინდა რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რეალურად რამეს წარმოადგენდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გაზეთ "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მე მეჩვენება, რომ რუსეთი დიდი ცვლილებების ფაზაში იმყოფება და შეიძლება ეს ყველაფერი უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შემობრუნდეს. ჩვენ ყველას გავინდა, რომ დიმიტრი მედვედევი რეალურად რამეს წამოადგენდეს. განსაკუთრებით ეს მე მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ბევრ ცუდს ლაპარაკობს", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთში უკვე ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, როცა უმაღლეს ხელისუფლებაში არიან, თუმცა რეალური ძალაუფლება არ გაჩნიათ.
"რუსეთისთვის გასაღებს მოდერნიზაცია წარმოადგენს. ან ფედერალური სისტემა თვითონ მიდის ლიბერალიზაციამდე და დემოკრატიზაციამდე, ან ქვეყანას დიდი პრობლემები შეექმნება", -აღნიშნა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ საქართველოს ინტერესებში რუსეთის მტრად ყოლა არ შედის.
"ჩვენ არც სულელები ვართ და არც თვითმკვლელები", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთთან დიდი კულტურული ურთიერთობები აკავშირებთ და რუსეთში ყველაზე გამოჩენილი მწერლები, მომღერლები და ექიმები წამოშობით სწორედ ქართველები არიან.