ფოთში მალთაყვის უბანში 50-ზე მეტი ტრაილერია გაჩერებული. მძღოლების თქმით, გადაადგილების უფლებას მათ საპატრულო პოლიცია არ აძლევს. მათივე ინფორმაციით, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, სავარაუდოდ, სარფის საბაჟოზე მანქანების სიმრავლეს უკავშირდება. მძღოლები ვითარებაში გარკვევას ითხოვენ. როგორც მანამდე შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, სარფის საბაჟოზე შეფერხება თურქულ მხარეს უკავშირდება. მიზეზად კი სერვერების გათიშვა სახელდება.