ხულოსა და შუახევის სოფელში თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოში დაზიანდა ელექტროსადენები, 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, უშუქობის გამო რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. შეფერხებებია გზებზეც, სოფლების მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი .