აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება. უამინდობამ პრობლემები შექმნა ბათუმსა და ქობულეთში. ზღვიდან ამოტანილმა ნატანმა ორივე ქალაქში სავალი ბილიკები და გაზონები დაფარა, დაზიანებულია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის ნაწილი. გაწმენდითი სამუშაო ზღვისპირა ქალაქებში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად ზარალსაც ითვლიდნენ, თუმცა როგორც აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უმნიშვნელოა.