ხობი ფოთს უახლესი გზით დაუკავშირდება. ხობი-ახალსოფელი-ჭალადიდის დამაკავშირებელი 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 6 მილიონამდე ლარი იხარჯება. ასფალტო-ბეტონის საფარის გარდა მოეწყობა ხიდები, ტროტუარები, ეზოებში შესავლელები, სანიაღვრეები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.