პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის 2009 წლის წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენას ითხოვს. აღნიშნული საკითხი გია არსენიშვილმა დღეს ბიურო სსხდომაზე დააყენა. როგორც მან იხოვა, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა 11 ივნისის რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში უნდა გაეთვალისწინებინათ. არგუმენტად არსენიშვილმა ის ფატქორი დაასახელა, რომ ამ რიცხვის შემდეგ გიორგი ტუღუში საქართველოში დიდი ხნის განმავლბაში აღარ იქნება და პარლამენტს აღნიშნული საკითხის განხილვის გადადება დიდი ხნით მოუწევს.
არსენიშვილის ამ მოთხოვნას კონკრეტული პასუხი არ გაეცა. სხდომის წამყვანმა მიხეილ მაჭავარიანმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ თუკი აღნიშნული საკითხი 11 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში იქნებოდა გათვალისწინებული, სხდომაზე სხვა საკითხის განხილვა შეუძლებელი გახდებოდა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცევლის ანგარიში პარლამენტში უკვე არამდენიმე თვეა შესულია და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნული ანგარიში პარლამენტში საარჩვენო პერიოდის დაწყებამდე განიხილა.