კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს დამ ხუანიტა კასტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა ძმის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ძმის დაკრძალვაზე მისვლას არ აპირებს.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაპირებ კუბაში ძმის დაკრძალვაზე მისვლას, სიცრუეა. მე არასდროს დავბრუნდები კუნძულზე და დაკრძალვაზე მისვლასაც არ ვგეგმავ“,- განაცხადა ხუანიტა კასტრომ.
ხუანიტა კასტრომ 6 წლის წინ მემუარული ჟანრის წიგნი გამოსცა სახელწოდებით - ”ფიდელი და რაული, ჩემი ძმები: საიდუმლო ისტორია”, რომელშიც წერს, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, სამი წლის მანძილზე დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან ფიდელ კასტროს წინააღმდეგ თანამშრომლობდა. ხუანიტა კასტრო ახლა 82 წლისაა. ის წერს, რომ თავდაპირველად მხარს უჭერდა ფიდელ კასტროს მიერ კუბაში ბატისტას დიქტატორობის გადაგდებას 1959 წელს, თუმცა მალევე გაუცრუვდა იმედები.
ფიდელ კასტროს 4 დეკემბერს დაკრძალავენ. კუბის ყოფილი პრეზიდენტი და კომუნისტური რევოლუციის ლიდერი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ფიდელ კასტრო დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა