ზნაურის რაიონში დაკავებულები ცხინვალის ციხიდან 4 დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. მათ ჯარიმა გადაახდევინეს. დე-ფაქტო სასამართლომ დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა დასდო ბრალად. ორივე ხაშურის რაიონის სოფელ ატოცის მკვიდრია. ოჯახის წევრების ცნობით, ისინი რუსმა მესაზღვრეებმა მინდორში ფიჩხის შეგროვების დროს დააკავეს.