მცირე ნალექისა და ლიპყინულის გამო გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს. თელავის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ და ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე ზამთრის საბურავებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. გომბორის უღელტეხილზე -7 გრადუსი დაფიქსირდა. ლიპყინულის გამო თელავის საგზაო სამართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და საავტომობილო მაგისტრალზე ე.წ ტექნიკურ მარილს ყრიდნენ.