21 - 27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, + 16° იქნება.
21 – 23 ნოემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. 21 - 24 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +2, + 7° იქნება.
25 - 27 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +9, + 14° იქნება.