ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტიდან ბერლინის მიმართულებით რეისი გადაიდო. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მგზავრები ქუთაისიდან თბილისის აეროპორტში სამარშრუტო ტაქსებით გადმოიყვანეს, მათი გამგზავრება ბერლინში თბილისიდან მოხდება.ა რაერთი მცდელობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ შეძლო დორტმუნდის რეისმაც და თვითმფრინავი მოგვიანებით თბილისის აეროპორტში დაეშვა.