მორიგი ტერორისტული აქტი თურქეთში. ძლიერი აფეთქების ხმა გამთენიისას ეთნიკური ქურთებით დასახლებულ დიარბაქირში გაისმა. წინასწარი ვერსიით, უშიშროების სამსახურის შენობასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. ტერაქტამდე ერთი დღით ადრე თურქეთის პოლიციამ პროქურთული პარტიის ლიდერები დააპატიმრა. დაკავებულთა შორის პარლამენტის ვიცესპიკერიცაა.