სტამბოლში, საქართველოს მოქალაქე, 51 წლის მზია დუნდუა გარდაცვლილი იპოვეს. ქართველი ემიგრანტების ინფორმაცით, გარდაცვლილი ქალბატონი რუსთავიდანაა და ჰყავს 2 შვილი. ემიგრანტები აცხადებენ, რომ დონდუს 40 ჭრილობა, დანით იმ ოჯახის უფროსმა ქალბატონმა მიაყენა, ვისთანაც მუშაობდა.
სტამბოლში საქართველოს კონსულის, ირაკლი ასაშვილის განცხადებით კი, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი გუშინ საღამოს იმ სახლში იპოვეს, სადაც მუშაობდა.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.