ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, მთავრობა ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედებას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებს. ტერეზა მეის მთავრობა დღემდე აცხადებდა, რომ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით საკითხს საკანონმდებლო ორგანოსთან შეუთანხმებლად გადაწყვეტდა, რის გამოც ოპონენტები მთავრობას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. დავა საბოლოოდ უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რასაც მეის კაბინეტი გაასაჩივრებს. სააპელაციო მოსმენები სავადაუდოდ დეკემბერში დაიწყება. ბრიტანეთის პრემიერი აცხადებდა, რომ ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცედურა მარტიდან დაიწყებოდა.