რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ილია თაყაძე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სოფელ კირბალის მკვიდრი 23ოქტომბერს გაიტაცეს. 30 წლის ილია თაყაძე თანასოფლელებთან ერთად სოფლის განაპირას მდებარე ტყეში შეშაზე იყო წასული. ის სხვებზე ადრე წამოვიდა და მას მერე არავის უნახავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ოკუპანტებმა დააკავეს. ბრალად მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა.