სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას საკუთარი ავიაციის შექმნა სურს. ლეონიდ თიბიროვის ამ განცხადებას სააგენტო „ტასი“ აქვეყნებს. დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, ცხინვალი ამ საკითხს მოსკოვთან აქტიურად განიხილავს.
„ავიაცია ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებით კი სანიტარული ავიაცია, რადგანაც რუსეთთან მხოლოდ ერთი ავტომაგისტრალი გვაკავშირებს. გზა ხშირად ზიანდება, რის გამოც ავადმყოფებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა გვიჭირს. ამის გამო ჩვენს მოქალაქეებს მეზობელ საქართველოში უწევთ სამკურნალოდ გადასვლა, მაშინ, როდესაც საქართველოსთან არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ურთიერთობა არ გვაქვს. საქართველოში ეს პროექტი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით კარგად ფინანსდება, რითაც ისინი ჩვენი მოქალაქეების მიზიდვას ცდილობენ,“-აცხადებს თიბილოვი.