წყნეთში, კოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში მთელი ღამის განმავლობაში გზა იწმინდებოდა და ტექნიკური მარილი იყრებოდა. თბილისის შემოგარენში მოსული უხვი ნალექის გამო თბილსერვისჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები თოვლის მოსვლის შემთხვევაში დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.