ზუგდიდში, წუხელ ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა საუკუნოვანი ხეები წააქცია, რის შედეგადაც ორი ავტომობილი დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტომანქანის მფლობელების აცხადებენ, რომ მათი მანქანები დაზღვეული არ იყო და დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.
საუკუნოვანი ხეების წაქცევის გამო ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში მოძრაობა სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ქალაქში უკვე მეოთხედ მოხდა, ერთ-ერთი მათგანი კი მსხვერპლით დასრულდა.
ქარის მიერ მიყენებული სხვა ზიანი ახლა ირკვევა.