აფხაზეთის ტელევიზიის შენობაზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი აიაირა იტყობინება. დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, ასლან კობახიას ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე უცნობი მამაკაცი შეიჭრა და თვითნაკეთი ბომბი მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქების შედეგად ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.