3 თვიანი პაუზის შემდეგ, ბაზარზე "ელიტ ელექტრონიქსი" შეუცვლელი მენეჯმენტით, 50 % -იანი ბანკების წილში შემოსვლით და დიდი ფასდაკლებით დაბრუნდა.
კომპანიაში მზადდება 5 წლიანი ბიზნეს გეგმა, რომელიც მომრიგებელთა საბჭოს წარედგინება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმზე გადასვლა.
კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ რეაბილიტაციის რეჟიმში გადაყვანის შემთხვევაში, მიუხედავად ბოლო პერიოდის დიდი დანაკარგებისა, კომპანიას სრულად შესწევს უნარი აღიდგინოს ძალები და ყველა არსებული დავალიანება გრაფიკის მიხედვით დააკმაყოფილოს.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ძირითადი უცხოელი მწარმოებელები, რომლებიც წარმოადგენენ "ელიტ ელექტრონიქსის" პარტნიორებს, უცხადებენ ნდობას არსებულ მენჯემნტს და მზად არიან გამოყონ დამატებითი კრედიტები ბანკებთან ერთად, რათა კომპანიამ მოახდინოს რეაბილიტაცია და გააგრძელოს განვითარება.
კომპანიის მენეჯმენტი მადლობას უცხადებს ყველას, იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელსაც გრძნობდა ამ პერიოდს განმავლობაში, იმედი გვაქვს გავამართლებთ საზოგადოების ამ სიყვარულს და ნდობას - ნათქვამია განცხადებაში.