საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს სტუმრობს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის გილაური ეკონომიკის მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დღეს, დღის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია მოლაპარაკებების გამართვა ადგილობრივ ბიზნესმენებთანაც.
ნიკა გილაური და ზურაბ პოლოლიკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გუშინ გაემზავრნენ.
ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი ვიზიტს ხვალ დაასრულებს, ეკონომიკური განვითარების მინისტრი კი ყატარში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის დელეგაციას შეუერთდება.