გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული, ორი ქართველი გათავისუფლებულია.
ავთანდილ თორია და ლევან შარია ჯარიმის გადახდის შემდეგ, დღეს დილით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველები რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როცა ისინი შემოვლითი გზით ზუგდიდის რაიონში თხილის გადმოტანას ცდილობდნენ.