სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ექსტრემიზმის ბრალდებით ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ვინმე უმარჯონ ისმონოვი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას ავრცელებდა. როგორც ძიებით გაირკვა, ისმონოვი სირიის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. დაკავებულის ექსტრადიცია დღეს რუსეთში განხორციელდა. რუსეთი ბრალდებულს ტაჯიკურ მხარეს გადასცემს.