დღეს, გარემოს დაცვის სამინისტროში ახალი პროექტის პრეზენტაცია შედგება, რომელიც მეცხვარეობაში მზის ენერგოტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი განახორციელა - ასოციაციამ "მდგრადი ენერგიების ცენტრი-მზის სახლი", `ვუპერტალის ინსტიტუტი კლიმატისთვის, გარემოსთვის და ენერგიისთვის - ინიციატივაWISIONS-მა, გაერო-ს განვითარების პროგრამამ - "საქართველო - განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით" მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინოვაციური მობილური მზის ენერგო სისტემები.
მზის განათების გამოყენებით ბევრად გაადვილდა სამუშაო დოლის პერიოდში. აგრეთვე მეცხვარეებს საშუალება აქვთ ღამის პერიოდში გაანათონ სადგომის მიმდებარე ტერიტორია, ელექტრო საკრეჭი აპარატებით იზოგება დრო და სამუშაო ძალა ცხვრის კრეჭისას, შესაძლებელია მობილური ტელეფონების, გადასატანი ფანრების და რადიო მიმღებების დატენვა, იზოგება დრო და ენერგია საჭმლის მოსამზადებლად, წყლის გაცხელებაზე, რეცხვისა და ყველის დამზადების პროცესში.